რადიოლოკაციური დაბრკოლება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რადიოლოკაციური დაბრკოლება – რადიოლოკაციის საწინააღმდეგო დაბრკოლება; განზრახ მოწყობილი დაბრკოლება, რომელიც აძნელებს ან არღვევს რადიოლოკაციური საშუალებების (რადიოლოკაციური სადგურების, მართვადი რაკეტების, ან ავიაბომბების თვითდაზიანების მოწყობილობები, რადიოამფეთქები და ა.შ.) ნორმალურ მუშაობას.

განასხვავებენ აქტიურ და პასიურ რადიოლოკაციური დაბრკოლებას.

აქტიურ დაბრკოლებებს ქმნიან სპეციალურ მიმღებ-გადამცემი ან გადამცემი რადიომოწყობილობით – რადიოდაბრკოლების სადგურებით, ან გადამცემებით,

პასიურს – რადიოტალღების სხვადასხვა ხელოვნური ამრეკლავებით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები