რადიოშენიღბვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რადიოშენიღბვა – ტექნიკური და ორგანიზაციული ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც მიმართულია მოწინააღმდეგის რადიოდაზვერვის ეფექტიანობის შესამცირებლად; რადიოელექტრონული შენიღბვის შემადგენელი ნაწილი.
რადიოშენიღბვის მისაღწევად მიმართავენ საკუთარი რადიოსადგურების გამოსხივების, მათი გადაცემაზე მუშაობის დროის შეზღუდვას, გამოსხივების სიმძლავრის შემცირებას, იყენებენ მიმართულ ანტენებს, სწრაფი მოქმედების აპარატურას, ქმნიან ცრუ რადიოქსელებს და რადიომიმართულებებს, ახორციელებენ სხვა ღონისძიებებს.