რადიუსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რადიუსი – (ლათ. radius – სიტყვასიტყვით – „ბორბლის მანა“, „სხივი“) – მონაკვეთი, რომელიც აერთებს წრეწირის (სფეროს) ნებისმიერ წერტილს მის ცენტრთან; აგრეთვე ამ მონაკვეთის სიგრძე.

ჯერ კიდევ ბაბილონელები და ძველი ინდოეთის მათემატიკოსები თვლიდნენ წრეწირის ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტად რადიუსს. ძველად ეს ტერმინი არ იყო. ევკლიდე და სხვა მათემატიკოსები ამბობდნენ: „სწორი ხაზი ცენტრიდან“. ბოეცია, ხოლო შემდგომში ფიბონაჩი, ნემორანო, რეგიომონტანი, ტარტალი და სხვები იყენებდნენ ტერმინს „ნახევარდიამეტრი“. სიტყვა „რადიუსი“ პირველად გვხვდება 1569 წელს ფრანგი მეცნიერის რამუსის ნაშრომში, ხოლო შემდეგ – ვიეტასთან საყოველთაოდ მიღებული იქნა მხოლოდ XVII ს-ის ბოლოს.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები