რავანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რავანა ასკეტის შესამოსელში სიტას კარვის წინ
(ახ.წ. V ს.), ინდოეთის არქეოლოგიური სამსახური, ნიუ-დელი

რავანა(ინდ.) რაქშასების, დემონიურ არსებათა, მბრძანებელი. ადრინდელი ძველი საქმეებისთვის ბრაჰმამ მას ისეთი ძალა მიანიჭა, რომ ღმერთებსაც კი არ შეეძლოთ მისი ძლევა. მაგრამ ბოლოს გაამაყდა და ბოროტად იყენებდა ძალას: უპატიოდ ექცეოდა ღმერთებს, შეურაცხყოფდა განდეგილებს და ღმერთების სათნო ადამიანებს, აშინებდა ყველას. მაშინ ღმერთებმა შესჩივლეს ბრაჰმას, რომ დაეცვა რავანას ძალმომრეობისგან. ბრაჰმამ ვიშნუს დაავალა დაბადებულიყო, რადგან მხოლოდ კაცებრივ არსებას შეეძლო რავანას მოკვლა. ასე იმიტომ მოხდა, რომ როცა რავანა ბრაჰმას სთხოვდა უძლეველობას, მის სავარაუდო მეტოქეთა შორის მას ადამიანის ხსენება დაავიწყდა.




წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები