რაზმაძე ვახტანგ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვახტანგ რაზმაძე – (დ. 5 თებერვალი, 1930, ამბროლაური — გ. 28 აგვისტო, 2009).
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1954).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა პარტიულ საქმიანობას.
- მუშაობდა პროკურატურის სისტემაში;
- საქართველოს გენერალური პროკურორი (1990-92).
- აჭარის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
- მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2004): პარტიული სიით, ბლოკი „საქართველოს აღორძინება“, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტის წევრი.