რაიეტინოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რაიეტინოზი – (raillietinosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Raillietina + ბერძნ. osis დაავადება), ჰელმინთოზი. აღმძვრელები – Raillietina-ს გვარის ცესტოდები პარაზიტობენ ქათმის, ინდაურისა და მრავალი სახეობის გარეული ფრინველის წვრილ ნაწლავებში. უპირატესად გავრცელებულია სამხრეთის ქვეყნებში. ავადდება ყველა ასაკის ფრინველი.

რაიეტინოზი მიმდინარეობს მწვავე (1-7 დღე) და ქრონიკული (20 დღემდე) ფორმებით. მწვავე მიმდინარეობისას მოზარდეული დაძაბუნებულია და კომატოზურ მდგომარეობაში იღუპება. ქრონიკული მიმდინარეობისას ქათმის ხილული ლორწოვანი გარსები ანემიურია, ბიბილო და საყურეები – გალურჯებული, სუნთქვა – გახშირებული. ზოგჯერ ვითარდება ფრთებისა და ფეხების დამბლა. ფრინველი სიგამხდრისგან კვდება.


წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები