რაინაული ფარნაოზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფარნაოზ რაინაული

რაინაული ფარნაოზ − (1936), პოეტი. ფსევდონიმი − ფარნა რაინა. დაიბადა სოფელ ქვემო ალვანში (ახმეტა). 1953 წელს დაამთავრა თუშეთის ომალოს რვაწლიანი სკოლა, 1956 წელს − რუსთავის მეორე საშუალო სკოლა, 1963 წელს – თელავის გოგებაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ქართული ენის, ლიტერატურის და ისტორიის სპეციალობით. ინსტიტუტში სწავლის დროს, რედაქტორობდა საინსტიტუტო გაზეთებს. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, 1963 წლიდან 1990 წლამდე, რედაქტორობდა პერიოდულად სხვადასხვა დროს გაზეთებს: „კოლმეურნის ხმა“, „განახლებული თუშეთი“, „ბახტრიონი“. 2004 წლიდან დღემდე მუშაობს მწერალთა ასოციაცია „ლიტერატურული კახეთის“ თავმჯდომარედ. მისი პირველი ლექსი დაიბეჭდა 1954 რუსთავის გაზეთ „მეტალურგში”.


ჰიმნი კახეთს
გმირო, ხმალჩაუგებელო,
ჯაჭვგაუხდელო კახეთო,
ღმერთმა გვიბოძა სამოთხე,
მაგრამ რა ჯვარცმა ვნახეთო...
დასაბამიდან მოვდივართ,
გოლგოთის გზები ვლახეთო,
აქ, ფესვი − სისხლით ნარწყავი
ამურმა ზარდა სხვა ხედო.
უკეთეს წალკოტს სად ნახავთ,
სხვა ჭალას, სხვა ველს, სხვა ხევთო,
ზღაპრულო, ნატვრის ხალიჩავ,
რა ცავ, რა მიწავ, რა ხედო!..
იტყვი: მზის ტახტი აქ არის,
ცივის მთიდან რომ დახედო,
ვაზით ნაქარგი გულ-მკერდი,
ყინწვისის ხატი − სახედო.
ვინც დაგინახავს, გულიდან −
ნისლი, წკვარამი ახვეტოს,
მოყვრისთვის − ღვინის ფიალავ,
მტრისთვის − შხამო და წმახეთო.
ალალი თვალი − ახარო,
ბოროტი − შურით გახეთქო,
სტუმარს, ვით კეთილ ანგელოზს,
სულ სიყვარულში ვახვევთო.
მაშინვე სუფრას გავუშლით,
აროდეს ვხვდებით მკვახედო,
რამდენმა, ჩვენი სიკეთე −
ჩვენვე დაგვიგო მახედო...
შენთვის ავანთე სანთელი,
გეფერო, გრძნობით ნახედო,
სიმღერავ, უკვდავებისა,
უფლის ბაღნარო, კახეთო!..

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები