რაკეტის გაშვება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რაკეტის გაშვება – გამშვებ დანადგარში და თვით რაკეტაში მიმდინარე ტექნოლოგიური პროცესი კომანდის „გაშვება“ გაცემის მომენტიდან და გამშვები დანადგარიდან რაკეტის გამოსროლამდე.
ყველაზე რთულია სტრატეგიული კომპლექსის რაკეტის გაშვების ციკლოგრამა: ფრენის დავალების შეყვანა, გამშვები დანადგარის გადაყვანა ავტონომიის რეჟიმში, კვების ავტონომიური წყაროების ამოქმედება, დამცავი მოწყობილობის სახურავის ახდა, კვების საბორტო წყაროებზე გადასვლა, რაკეტის გამიზვნა, რაკეტის პირველი საფეხურის ძრავის დანადგარის ჩართვა და მისი გამშვები დანადგარიდან გამოსროლა.