რაკეტის საბრძოლო ნაწილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რაკეტის საბრძოლო ნაწილი – რაკეტის ელემენტი მიზნის უშუალო დაზიანებისათვის. ჩვეულებრივ, თავსდება რაკეტის სათავო ნაწილში. დანაწევრებად სათავო ნაწილში არის საბრძოლო ბლოკის ელემენტი. შედგება კორპუსისგან, საბრძოლო მუხტისგან, ამფეთქისა და დამცავ-შემსრულებელი მექანიზმისაგან.
საბრძოლო მუხტის ტიპის მიხედვით, რაკეტის საბრძოლო ნაწილი შეიძლება იყოს ბირთვული ან ჩვეულებრივი აღჭურვილობისა - ფუგასური, მსხვრევადი, კუმულაციური, ცეცხლგამჩენი, კასეტური და სხვა.