რაკუგო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რაკუგო

რაკუგო – ზეპირი თხრობის თეატრალური ჟანრი იაპონიაში (XVI ს.). რაკუგოს წარმოდგენები იმართებოდა საგანგებოდ მისთვის განკუთვნილ ოთახში. იატაკზე დაფენილ ჭილოფზე მსახიობი (რაკუგოკა) ჩაიმუხლებდა და ამ პოზაში მაყურებელს სახალისო ამბებს მოუთხრობდა. მისი განუყრელი აქსესუარი იყო მარაო და ხელსახოცი, რომელთაც იშველიებდა თხრობის დროს. რაკუგო განკუთვნილი იყო არა მარტო მაღალი წრის საზოგადოებისათვის.






წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები