რალომაუწყებლობის და ტელევიზიის საერთაშორისო ორგანიზაცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რადიომაუწყებლობის და ტელევიზიის საერთაშორისო ორგანიზაცია – საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, შეიქმნა 1946 როგორც რადიომაუწყებლების საერთაშორისო კავშირის მემკვიდრე.
ორგანიზაციის მიზანია მისი წევრების რადიომაუწყებელ და სატელევიზიო სამსახურებს შორის თანამშრომლობის განვითარება, ინფორმაციის გაცვლა ისეთი საკითხების შესახებ, როგორიცაა ტელე-რადიოპროგრამები, ტექნიკური განვითარება და ა.შ. უმაღლესი ორგანოთა გენერალური ასამბლეა, სხვა ორგანოები – ტექნიკური კომისია, კომისია რადიო და ტელეპროგრამების შესახებ, ტექნიკური ცენტრი. შტაბ-ბინა მდებარეობს პრაღაში.