რამაზ ბატონიშვილი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რამაზ ბატონიშვილი – ქართლის მეფის დავით X-ის (1505-25) ვაჟი და მეფის ნდობით აღჭურვილი პირი, რომელიც დიპლომატიურ დავალებებსაც ასრულებდა
1518 შაჰ თამაზ I-მა ქართლის დასალაშქრად თავისი სარდალი დივ-სულთან რუმლუ გამოგზავნა – მტერი „სატთა და ჯვართა ყუელასა ატყუებდეს“: დავით მეფემ „აღიღო ძღუენი დიდი და ძე თჳსი რამაზ წარავლინა წინაშე ყეენისა და აღუთქუა მორჩილება, რათა არა მოაოჴროს ქართლი და ქუეყანა“. რამაზ ბატონიშვილის მისია წარმატებით დასრულდა, მისმა მოლაპარაკებებმა შედეგი გამოიღო – „არამედ ყეენმან შეიწყნარა ძე მეუფისა რამაზ პატივითა დიდითა და მისცა ნიჭი დიდი და წარმოგზავნა მშჳდობით ზავისა მყოფუელმან..“ ყოველივემ „დაიჴსნა“ ქართლის სამეფო „ოჴრება-ტუეობისაგან“.