რამიშვილი ვალერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვალერი რამიშვილი – ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1999), პროფესორი, საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფია-სოციოლოგიის ფაკულტეტის დეკანი. დაიბადა 1956 წლის 29 იანვარს.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტი ფილოსოფიის სპეციალობით (1980), ასპირანტურა (1983), მუშაობს ფილოსოფიური ანთროპოლოგიის, თეორიულიფილოსოფიის, ჰერმენევტიკისა და სოციოლოგიის პრობლემებზე, იკვლევს აგრეთვე ეგზისტენციალიზმისა და ფენომენოლოგიის პრობლემებს. გამოქვეყნებული აქვს სამცნიერო სტატიები ფილოსოფიის ზემოხსენებულ დარგებში, არის ავტორი წიგნისა „ადამიანის ხვედრი (დროის მეტაფიხიკა)“.


თხზულებები

  • „ადამიანის ხვედრი (დროის მეტაფიზიკა)“ (თბილისი, 2000).
  • Happiness and dignity in Heidegger's existental analytics

წყარო

ქართველი ფილოსოფოსები: (IV საუკუნიდან XX საუკუნის ჩათვლით)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები