რაფსოდია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რაფსოდია –(ძვ. ბერძ. ῥαψῳδία - ეპილური სიმღერები),
- თავისუფალი, „იმპროვიზაციული“ სტილით დაწერილი ინსტრუმენტული ან ვოკალური ნაწარმოები, რაფსოდია თავისუფალი ფორმის მქონე რამდენიმე სხვადასხვაგვაროვანი ნაწილისაგან შემდგარი მუსიკალური ნაწარმოებია, აგებული ხალხური სიმღერების და თქმულებების თემებზე. რომენტიზმის ესთეტიკის ზეგავლენით რააფსოდია აღორძინდა XIX საუკუნეში. უნგრელმა კომპოზიტორმა და პიანისტმა ფრანც ლისტმა შექმნა ინსტრუმენტული რაფსოდიები - საფორტეპიანო კომპოზიციები ხალხურ თემებზე. ლისტს ეკუთვნის 19 უნგრული რაფსოდია ბოშათა მოტივებზე, ასევე ესპანური რაფსოდია. ლისტის თანამედროვემ, იოჰანეს ბრამსს შექმნა რაფსოდიები ფორტეპიანოსათვის.
- ძვ. ბერძნებთან – რაფსოდის მიერ შესრულებული ნაწყვეტი ეპიკური ნაწარმოებიდან.