რაქვიაშვილი მარიამ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარიამ რაქვიაშვილი

მარიამ რაქვიაშვილი − (Mariam Rakviashvili), ქართველი დიპლომატი, 2018 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში.

დაიბადა: 6 აპრილი, 1977 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
1995-1999 − საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი − არქიტექტურის ფაკულტეტი;
1999-2002 − მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი − საერთაშორისო ურთიერთობები და ევროკავშირის სამართალი.

სამუშაო გამოცდილება:
2003-2005 − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო − რუსეთის ფედერაციის დეპარტამენტის მეორე მდივანი;
2005-2007 − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო − უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის პირველი მდივანი;
2007-2008 − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო − გლობალური დეპარტამენტი − მრჩეველი;
2008-2009 − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო − ამერიკის დეპარტამენტის ლათინური ქვეყნების სამმართველოს უფროსი;
2009-2012 − საქართველოს საელჩო ესტონეთის რესპუბლიკაში − უფროსი მრჩეველი;
2012 − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო − აზიის, აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე;
2012-2013 − ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი;
2013-2017 − ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე;
2018 − საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო − ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი.

ფლობს: ინგლისურ, რუსულ და ესპანურ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები