რაციონალური

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რაციონალური – (ლათ. rationalis – გონისმიერი) – განკუთვნილი გონებისათვის (ჭკუისათვის), დადგენილი და დასაბუთებული გონების მიერ, მისგან გამომდინარე, მისთვის გასაგები.

რაციონალურის საპირისპირო ცნებაა ირაციონალური (გონებისთვის მიუწვდომელი, არასაცნაური). რაციონალური როგორც აზროვნებასთან დაკავშირებული მოვლენა, ერთგვარ დაპირისპირებაშია, აგრეთვე, ემპირიულ (გამოცდილება) და გრძნობად შემეცნებასთან (შეგრძნება, აღქმა, წარმოდგენა). ამ დაპირისპირებით აიხსნება შემეცნების თეორიაში ორი მიმართულების არსებობა – რაციონალიზმი და სენსუალიზმი.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები