რეაქტიული ძრავა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რეაქტიული ძრავა – პირდაპირი რეაქციის ძრავა, რომელიც ქმნის რეაქტიულ წევას რეაქტიული ნაკადის გამოდინების ხარჯზე. სხვა ძრავებისგან განსხვავებით მას არ გააჩნია მამოძრავებელი (ბორბალი, საჰაერო ხრახნი და სხვა). რეაქტიული ძრავის მუშაობისთვის საჭიროა პირველადი ენერგია და ქიმიური რეაქტიული საწვავი. ელექტრონული და ბირთვული რეაქტიული ძრავის მუშა სხეულის წყაროდ გამოიყენება დაბალმოლეკულური ან ადვილად დისოცირებული აირები და სითხეები. რეაქტიული ძრავის ძირითადი ნაწილია კამერა, რომელშიც ხდება სამუშაო სხეულის გენერაცია და პირველადი ენერგია (ქიმიური, ელექტრონული, ბირთვული) გარდაიქმნება მექანიკურ ენერეგიად.
რეაქტიული ძრავა იყოფა საჰაერო-რეაქტიულ და რაკეტულ ძრავებად.