რეგერი მაქს

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მაქს რეგერი

მაქს რეგერი – (19 მარტი 1873, ბრანდი, ზემო პფალცი – 11 მაისი 1916, ლაიფციგი), გერმანელი კომპოზიტორი, ორგანისტი, დირიჟორი, კომპოზიციას სწავლობდა ჰ. რიმანთან (1890-93), სამეფო კარის კაპელას ხელმძღვანელობდა მაინინგენში, კომპოზიციას ასწავლიდა მიუნხენში, ლაიფციგში (1911-14), რეგერის შემოქმედებაში წარმოდგენილია ყველა ჟანრი, გარდა ოპერისა. მისი საკრავიერი მუსიკა არაპროგრამულია. გამონაკლისს წარმოადგენს 4 პოემა სიმფონია ორკესტრისათვის (1913). რეგერის შემოქმედებითი სტილი ძირითადად ბახის, ბრამსისა და ვაგნერის ჰარმონიის ზეგავლენით ჩამოყალიბდა (ბახს მიუძღვნა საორგანო სიუიტა „ბახის ხსოვნას“, 1894-95). რეგერის შემოქმედებაში თავი იჩინა ნეოკლასიციზმის ტენდენციებმა (ძველი სტილის კონცერტი ორკესტრისათვის, 1912; საორკესტრო ვარიაციები და ფუგა მოცარტის თემებზე, 1914).




წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები