რეგთაიმი (ცეკვა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რეგტაიმი – (ინგლ. ragtime<ragged წყვეტილი და time დრო, ტემპი, ტაქტი),
1. ამერიკელ ზანგთა საცეკვაო მუსიკის ფორმა, რომელიც ჩამოყალიბდა XIX ს-ის მეორე ნახევარში; ჯაზის ერთ-ერთი წინამორბედი.
2. ამერიკული სალონური და სამეჯლისო (წყვილთა) ცეკვა; მისგან წარმოიშვა ტუსტეპი, უანსტეპი, ფოქსტროტი. რეგტაიმის ტიპური თვისებები აისახა პროფესიული მუსიკის შემოქმედებაში (ი. სტრავინსკის „რეგტაიმი“ და სხვ.).