რეგიონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რეგიონი - (ლათინური regio – ქვეყანა, ოლქი) – სტრატეგიული რაიონის ნაწილი, რომლის ფარგლებში განლაგდება სახელმწიფოს (სახელმწიფოების ჯგუფის) სამხედრო-ეკონომიკური პოტენციალის მნიშვნელოვანი ნაწილი. საომარი მოქმედებების (აგრესიის) გაჩაღების შემთხვევაში შეიძლება მიმდინარეობდეს ყველა სახეობის შეიარაღებული ძალების დიდი მასშტაბის ოპერაციები და მიღწეულ იქნეს ომის ზოგიერთი ან ყველა სტრატეგიული მიზანი.
რეგიონის საზღვრებს ადგენს სახელმწიფოს სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა შედარებით ერთგვაროვანი ფიზიკურ-გეოგრაფიული, ეკონომიკური და, უმთავრესად, სამხედრო-პოლიტიკური პირობებიდან გამომდინარე. რეგიონები იყოფა რაიონებად და სტრატეგიულ მიმართულებებად.