რეგიონული დაგეგმვის ხელმძღვანელობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რეგიონული დაგეგმვის ხელმძღვანელობა – ოპერატიული დაგეგმვის დოკუმენტი, რომლის საფუძველზე ნატოს გაერთიანებული შეიარაღებული ძალების რეგიონული სარდლობა, რეგიონული სამხედრო დაგეგმვის განსახორციელებლად სახელმძღვანელო მითითებებს იძლევიან. ოპერატიული დაგეგმვის და ფუნქციური დაგეგმვის დოკუმენტებში არსებულ სახელმძღვანელო მითითებებთან ერთად შესაძლებელია აისახოს, კონკრეტული პასუხისმგებლობის რაიონთან უშუალოდ დაკავშირებული დაგეგმვის ასპექტები. ამ შემთხვევაში რეგიონული სარდლობის სარდლებმა უნდა შეიმუშაონ სახელმძღვანელო დოკუმენტები რეგიონული დაგეგმვისთვის, რომელშიც მოცემული იქნება მითითებები დაქვემდებარებული სარდლობის დაგეგმვის ორგანოებისთვის და აღნიშნულ რეგიონში დაგეგმვის პროცესში ჩართული ყველა ორგანოსთვის. დამუშავების შემდეგ ეს სახელმძღვანელო დოკუმენტები ინფორმირებისთვის იგზავნება ნატოს გაერთიანებული შეირაღებული ძალების შესაბამის სტრატეგიულ სარდლობაში და მტკიცდება სამხედრო კომიტეტის მიერ.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები