რეგისტანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რეგისტანი – (ინგლ. registan < სპარს. reg ქვიშა და stan ადგილი), სააღლუმო მოედანი აღმოსავლეთის (ერაყის რესპუბლიკა, ირანის ისლამური რესპუბლიკა, შუა აზია) ქალაქებში. ტერმინი სპარსულად ნიშნავს ქვიშიან ადგილს ან უდაბნოს. ყველაზე ცნობილია სამარყანდის (უზბეკეთი) რეგისტანი.