რედაქცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რედაქცია – (ლათ. – მოწესრიგებული),
1. სხვა პირის მიერ რომელიმე ავტორის ნაწარმოების ან ნაწარმოებთა კრებულის, ან საერთოდ ყოველგვარი წერილობითი ტექსტის თუ დოკუმენტის დასასტამბად მომზადება.
2. გარდაცვლილი მწერლის ნაწარმოებთა ტექსტის დადგენა, კრიტიკული გამოცემა.
3. ავტორის მიერ საკუთარი ტექსტის გადამუშავება, ახალი ვარიანტის შექმნა, საერთოდ ერთი და იმავე ნაწარმოების სხვადასხვა ვარიანტი.