რედიფი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რედიფი – (არაბ. რიგს გარეშე) – სიტყვა ან სიტყვათა ჯგუფი, რომელიც უშუალოდ მოსდევს რითმას და ყველა შემთხვევაში რეფრენივით უცვლელად მეორდება. დამახასიათებელია აღმოსავლური პოეზიისათვის.
რედიფი დამახასიათებელი იყო ქართული აშუღური პოეზიისათვისაც:
- ბრინჯი ვიყავ — ქერობა რად მინდოდა,
- მტრედი ვიყავ — მწყერობა რად მინდოდა,
- ერთი მითხარ — ბერობა რად მინდოდა.
- ბრინჯი ვიყავ — ქერობა რად მინდოდა,