რევაზიშვილი ნიკოლოზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკოლოზ რევაზიშვილი

ნიკოლოზ რევაზიშვილი − (Nikoloz Revazishvili), ქართველი დიპლომატი, 2018 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კატარის სახელმწიფოში.

დაიბადა 9 თებერვალი, 1979 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
1996-2000 − საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი ბაკალავრის ხარისხი საჯარო მმართველობაში;
2000-2002 − საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი მაგისტრის ხარისხი სამოქალაქო სამართალში;
2005-2006 − საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი, მკვლევარი.

სამუშაო გამოცდილება:
2001-2004 − იკავებდა სხვადასხვა თანამდებობებს დსთ-ს ქვეყნების სამმართველოსა და სამხედრო-პოლიტიკურ დეპარტამენტში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო;
2004-2005 − ნატო-სთან ინტეგრაციის სამმართველოს უფროსი; საერთაშორისო ურთიერთობებისა და ნატო-სთან ინტეგრაციის დეპარტამენტი, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
2005-2006 − საერთაშორისო ურთიერთობებისა და ნატო-სთან ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
2006-2009 − ნატო-ში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენლობა, ბრიუსელი, ბელგია;
2009-2013 − მრჩეველი, საქართველოს საელჩო აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში; ვაშინგტონი, აშშ;
2013-2017 − უფროსი მრჩეველი, საქართველოს საელჩო ისრაელის სახელმწიფოში; 2017-2018 − ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნების დეპარტამენტის დირექტორი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

ფლობს: ინგლისურ და რუსულ ენებს, ივრითი (ებრაული) და ფრანგული − საწყისი დონე.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის დიპლომატიური რანგი.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები