ართილაყვა რევაზ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა რევაზ ართილაყვა-დან)
ართილაყვა რევაზ – (1930), ქართველი პოეტი. დაიბადა სოფელ ჯუმათში (ოზურგეთი); 1960 წელს დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი. ეწევა ჟურნალისტურ და სამწერლო საქმიანობას. გამოცემული აქვს კრებულები: „ცა ვარსკვლავებით სავსეა” (1962 წ), „ღია სარკმელი” (1969), „წყურვილი” (1970), „მწიფობისთვე” (1973), „აგუნა” (1975), „სიჩქარე” (1978), „უსასრულობა” (1980), „ფუძის სითბო” (1989 წ).
- * * *
- სიცოცხლე უნდა შეისისხლხორცო,
- როგორც შეჰფერის ჭეშმარიტ მებრძოლს,
- ჯერ მამულისთვის უნდა იცოცხლო,
- რომ მერე მისთვის სიკვდილი შეძლო.