რევოლვერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რევოლვერი – (ინგ. – revolver) – პისტოლეტი მბრუნავი სავაზნე ბლოკით და უძრავი ლულით. სავაზნეს ლულასთან დაფიქსირება ხდება ჩახმახის ფეხზე შეყენებით.
ცნობილია ერთმაგი და ორმაგი მოქმედების რევოლვერები. პირველის შემთხვევაში ჩახმახის ფეხზე შეყენება ხდება სასხლეტ კაუჭზე დაწოლამდე, ხოლო ორმაგი მოქმედების შემთხვევაში სასხლეტ კაუჭზე დაჭერით ხდება ფეხზე თვითშეყენება და ჩახმახის თვითნებური დაშვება.
თანამედროვე რევოლვერის წინაპრად ითვლება XIX საუკუნის 30 წლებში შექმნილი კაფსულიანი კოლტის რევოლვერი, რომელმაც ბევრ არმიაში შეცვალა ერთმუხტიანი პისტოლეტები.
თვითდამმუხტავი პისტოლეტების გამოჩენამ მნიშვნელოვნად შეზღუდა რევოლვერის გამოყენება, მაგრამ მათი გამოყენება გრძელდება.
თანამედროვე რევოლვერი:
- ამერიკული – 9 მმ სმიტი და ვენსონი M64 (250 მ/წმ, 6 ტყვია, 0,86 კგ), 9 მმ პუგერი GP100 (250 მ/წმ, 6 ტყვია, 1,25 კგ);
- ფრანგული – 9 მმ MR73 (250 მ/წმ, 6 ტყვია, 0,95 კგ);
- იტალიური – 9, 65 მმ RF83 (230 მ/წმ, 6 ტყვია, 0, 68 კგ);
- რუსელი – 9 მმ PCA (ტყვიის საწყისი სიჩქარე 300 მ/წმ, დოლის ტევადობა 6 ტყვია, მასა 0,8 კგ); 12,3 მმ "удар“ (250 მ/წმ, 5 ტყვია, 0,95 კგ).