რეზონანსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რეზონანსირხევითი სისტემის მდგომარეობა, როდესაც იძულებითი რხევის სიხშირე უახლოვდება ამ სისტემის ერთ-ერთ საკუთრივი (თავისუფალი) რხევის სიხშირეს და იწვევს იძულებითი რხევის ამპლიტუდის მკვეთრად (ზღვრულ) გაზრდას; ანუ, რეზონანსი არის სხეულის ბგერადობის გამოწვევა მასთან შეთანხმებულად აწყობილი მეორე მბგერი სხეულის მიერ.

რეზონანსის ხასიათი მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული რხევითი სისტემის თვისებებზე და უმარტივესი სახე აქვს ე.წ. წრფივი სისტემებისათვის, ე.ი. ისეთი სისტემებისათვის, რომელთა პარამეტრები სისტემის მდგომარეობაზე არ არის დამოკიდებული. წრფივი სისტემებისათვის რეზონანსი შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუ გარე ზემოქმედება ჰარმონიულია.

რეზონანსის მოვლენა ხშირად გვხვდება ბუნებაში. იგი დიდ როლს ასრულებს ტექნიკაში. რხევის ამპლიტუდის მკვეთრად ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს ნაგებობების ან მანქანების ნგრევა. ამის თავიდან ასაცილებლად ცდილობენ სისტემის თვისებების ისეთნაირად შერჩევას, რომ მისი ნორმალური რხევის სიხშირეები რაც შეიძლება შორს იყოს გარე პერიოდული ზემოქმედების შესაძლო სიხშირეებისაგან. ზოგ შემთხვევაში რეზონანსი ასრულებს დადებით როლს. მაგალითად, რადიოტექნიკაში რეზონანსი თითქმის ერთადერთი მეთოდია, რომელიც საშუალებას იძლევა საჭირო რადიოსიგნალი გამოვყოთ სხვა რადიოსადგურების სიგნალებისაგან.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები