რეზონანსული დეფექტოსკოპი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რეზონანსული დეფექტოსკოპი – დეფექტოსკოპი, რომლის მუშაობის პრინციპი დამყარებულია ნაკეთობის საკუთარი რეზონანსული დრეკადი რხევების (სიხშირით 1-10 მჰც) განსაზღვრაზე. ამ მეთოდით ხდება ლითონისა და ზოგი არალითონის ნეკეთობის სისქის განსაზღვრა, აგრეთვე კოროზიით დაზიანებული ზონების გამოვლენა. ცალი მხრიდან გაზომვისას შეცდომა შეადგენს 1%.