რეიდული მოქმედებები
რეიდული მოქმედებები (ინგლისური raid – თავსდაცემა) – მოწინააღმდეგის თავდაცვის (ზურგის) სიღრმეში ჯარების მოქმედების ერთ-ერთი ხერხი, რომელსაც იყენებენ სწრაფადმოძრავი (მობილური) შენაერთები (ნაწილები, ქვედანაყოფები) ან ჯარების დაჯგუფებები, რომლებსაც უნარი შესწევთ, დამოუკიდებლად გადაწყვიტონ საბრძოლო ამოცანები თავიანთი მთავარი ძალებისგან მნიშვნელოვანი მოწყვეტით. რეიდული მოქმედებების მიზანია მოწინააღმდეგის ყველა მნიშვნელოვანი ობიექტის თანდათანობით ხელში ჩაგდება და განადგურება (მწყობრიდან გამოყვანა), მისი ჯარების მართვის და ლოგისტიკის მუშაობის დეზორგანიზაცია, კომუნიკაციების დარღვევა, დანიშნული რაიონების (ზღუდეების) დაუფლება, აგრეთვე სხვა ამოცანების შესრულება. ბოლო დროის ლოკალურ ომებსა და შეიარაღებულ კონფლიქტებში გავრცელება პოვა ვერტმფრენების აერომობილური ქვედანაყოფების რეიდული მოქმედებებმა ნაწილებს (ქვედანაყოფებს) გაძლიერების საშუალებებით, რომლებიც რეიდული მოქმედებების წარმოებისთვის ინიშნებიან, ეწოდება რეიდული რაზმები. ისინი საბრძოლო წყობის ელემენტს წარმოადგენენ.