რეინჯერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რეინჯერი - (ინგლ. ranger – პიროვნება, რომელიც იცავს გარკვეულ ტერიტორიას)' – შეერთებული შტატების და ზოგიერთი სხვა სახელმწიფოს სამხედრო მოსამსახურის განსაკუთრებული კატეგორია, რომელიც მომზადებულია მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე დივერსიულ-სადაზვერვო მოქმედებების წარმოებისთვის. შედის სპეციალური ოპერაციების ძალების სამხედრო ფორმირებების შემადგენლობაში. გაჩნდა ჩრდილოეთ ამერიკის კოლონიზაციის პერიოდში; აშშ-ის არმიაში არის 1942 წლიდან.