რეიფილდი დონალდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დონალდ რეიფილდი

დონალდ რეიფილდი − (დ. 12.II. 1942), ინგლისელი ქართველოლოგი. ლონდონის უნივერსიტეტის (დედოფალ მერის და უესტფილდის კოლეჯი) პროფესორი. ძირითად სპეციალობასთან ერთად (რუსული და ქართული ლიტერატურა) მნიშვნელოვანი გამოკვლევები აქვს ენათმეცნიერებაშიც: შეკრებილი და შესწავლილი აქვს დენდრონიმთა ქართველურ-კავკასიური სახელწოდებები; ანალოგიური გამოკვლევა ეკუთვნის ორნითოლოგიაში; შეისწავლა მეცხვარეობის ქართველურ-კავკასიური ტერმინოლოგია, ხალხური მედიცინისა და სამკურნალო მცენარეთა სახელწოდებები; დაბეჭდა სტატიები ქართული ლიტერატურის მხატვრული თარგმანის პრობლემების, ქართული პოეტური ფოლკლორის შესახებ (რუსულ ფოლკლორთან მიმართებით) და სხვ. (ყველა ეს ნაშრომი გამოქვეყნებულია).

უკანასკნელ წლებში დონალდ რეიფილდი ეწევა ინტენსიურ ლექსიკოგრაფიულ მუშაობას. იგი მთავარი რედაქტორია ორტომიანი ქართულ-ინგლისური ლექსიკონისა (2006).

კვლევით მუშაობასთან ერთად, დონალდ რეიფილდი ნაყოფიერად თარგმნის ქართულ ლიტერატურას. თარგმნილი და გამოქვეყნებული აქვს ვაჟა-ფშაველას სამი პოემა („ალუდა ქეთელაური“, „სტუმარ-მასპინძელი“, „გველის მჭამელი“), ი. ჭავჭავაძის „მეფე დიმიტრი თავდადებული“ და გ. ტაბიძის რჩეული ლექსები, ტ. ტაბიძის ზოგიერთი ლექსი ღა ხალხური პოეზიის ნიმუშები („ლექსი ვეფხისა და მოყმისა“). თარგმნა აგრეთვე ა. წერეთლის „ჩემი თავგადასავალი“ (გამოუქვეყნებელია).

შ. აფრიდონიძე


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები