რელსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რელსი

რელსი – (ლათ. regula სწორი ჯოხი), ფოლადის ვიწრო ძელი, რომელსაც აქვს სპეციალური პროფილი (მომრგვალებული ან ღარისებრი თავით). ორი რელსი, დაგებული ერთმანეთისგან გარკვეულ მანძილზე, წარმოქმნის სარელსო ლიანდაგს მოძრავი შემადგენლობის გადასაადგილებლად (მატარებლის, ტრამვაის), აგრეთვე ტვირთამწევი მანქანების (ხიდური, კოშკურა, ხარიხა, პორტალური) ამწისქვეშა გზას. ზოგჯერ გამოიყენება ერთი რელსი (მაგ., მონორელსური გზისთვის).

რელსის მრავალი სახეობა არსებობს: ამწის, ასაქცევი, აფეთქებული, გამოსაწევი, გარე, დენგამტარი, დეფექტური, ვინიოლის, ვიწროლიანდაგიანი, მაღაროს, მიმმართველი, მრუდხაზოვანი, მუხლა, ორთავა, ორმაგი, საკონტაქტო, სარკინიგზო, სორბიტული, სწორხაზოვანი, ტრამვაის, ფართოლიანდიანი, ფოლადის, ფუძეგანიერი, ღაროვანი, შედგენილი, შიგა, შუალედური, ცალთავა, ჯავშნიანი და სხვ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები