რემინისცენცია (მხატვრული)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რემინისცენცია – (გვიანლათ. reminiscentia – მოგონება), ისეთი მხატვრული ნაწარმოები ან პოეტური სახე, რომელიც აღძრავს უკვე არსებული ნაწარმოების ასოციაციებს.

რემინისცენცია, არცთუ იშვიათად, უკვე შექმნილი მხატვრული თუ პოეტური სახეების, ფაბულის ან ზოგადად თემატური მოტივების უნებლიე გამეორებაა. სესხებისა და ბაძვისგან განსხვავებით, რემინისცენცია უფრო ღრმად შეფარული და მოუხელთებელია. ზოგჯერ შეუძლებელიც კია საზღვრის პოვნა უკვე არსებულ ნაწარმოებსა და არაცნობიერად განხორციელებულ რემინისცენციას შორის.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები