რენტგენოსტრუქტურული ანალიზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რენტგენოსტრუქტურული ანალიზი – ანალიზის სახეობა, რომელიც საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ კრისტალების ორიენტირება და იდეალური ხარისხი, კრისტალებში ატომების ურთიერთგანლაგება და მათ საფუძველზე მასალაში ექსპლუატაციის დროს მომხდარი ცვლილებები. რენტგენის სხივები ისეთივე განივი ელექტრომაგნიტური რხევებია როგორც სინათლის, მაგრამ გაცილებით მოკლე სპექტრის საზღვრებში (ტალღის სიგრძე 0,05-0,25·10–9 მ ანუ 0,1-100 A0. ერთი ანგსტრემი A0 = 10–10 მ). მათი მიღება ხდება რენტგენულ მილაკში, კათოდის ელექტრონების ანოდთან დაჯახების შედეგად, პოტენციალთა ძალიან დიდი სხვაობის დროს.