რეპერი (სამხედრო ტერმინი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რეპერი (ფრ. repere – ნიშანი, ნიშნული, საწყისი წერტილი), არტილერიაში – დამხმარე წერტილი, რომელზეც ხდება ქვემეხების გამიზვნა მიზანზე ცეცხლის შემდგომი გადატანით.
რეპერი შეიძლება იყოს ნამდვილი და ფიქტიური.
- ნამდვილი რეპერი არის გამიზნული მიზანი ან ადგილობრივი საგანი. მისი კოორდინატები ცნობილია ან შესაძლებელია მათი განსაზღვრა მოთხოვნილი სიზუსტით.
- ფიქტიური რეპერად (მიწისზედა, წყალზედა ან საჰაერო) გამოიყენება აფეთქებების ჯგუფის ცენტრი, რომლის კოორდინატები განისაზღვრება საჭირო სიზუსტით, რადიოსალოკაციო სადგურების დაკვირვევებით. ასევე – ხმოვანი დაზვერვის ქვედანაყოფების მიერ.
საჰაერო რეპერი იქმნება იმ შემთხვევაში, როდესაც მიწისზედა რეპერის შექმნა შეუძლებებელია.