რეპეტიცია (ბალეტი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რეპეტიციაბალეტის მსახიობების საჯარო გამოსვლისათვის მზადება, რომელიც შედგება რამდენიმე ეტაპისაგან:

  1. დასადგმელი რეპეტიცია, რომლის დროს ბალეტმაისტერი უჩვენებს (დგამს) შემსრულებლებს ცეკვებსა და სცენებს.
  2. სამუშაო რეპეტიცია, რომელზედაც ხდება საცეკვაო ტექნიკის სრულყოფა და მიმდინარეობს მუშაობა ქორეოგრაფიული იერსახეების შექმნაზე, როგორც მთავარ გმირებთან ისე კორდებალეტთან.
  3. შემაჯამებელი რეპეტიცია, რომელშიც მონაწილეობს დადგმული ნომრის, ეპიზოდის და ა.შ. ყველა შემსრულებელი.
  4. სცენური რეპეტიცია, რომლის დროს თეატრის სცენაზე იდგმება დეკორაციები ან სპეციალური თეჯირები.
  5. საორკესტრო რეპეტიცია, რომელზეც დასი ეცნობა მუსიკის საორკესტრო ხმოვანებას, ხდება ცალკეული სცენებისა და ცეკვების ტემპების დაზუსტება.
  6. გენერალური რეპეტიცია – მთელი ბალეტის რეპეტიცია ყველა კომპონენტის (მუსიკა, ქორეოგრაფია, დეკორაცია, ჩაცმულობა, განათება) მონაწილეობით.



წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები