რეპრესია (ფსიქოლოგიური)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რეპრესია - გულისხმობს ისეთი იმპულსების, ემოციების ან მოგონებების ცნობიერებიდან განდევნას, რომლებიც პოტენციურად უარყოფითი განცდების გამომწვევია. მაგალითად, განსაკუთრებით მტკივნეული მოგონებები ბავშვობაში გადატანილი სექსუალური ძალადობის შესახებ შეიძლება ცნობიერებიდან დიდი ხნით განიდევნოს.