რეჟისორის ასისტენტი (კინო)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რეჟისორის ასისტენტი (კინო)რეჟისორის უახლოესი თანაშემწე, ასრულებს შემოქმედებითსა და საწარმოო დავალებებს გადაღების მოსამზადებლად და ჩასატარებლად. მოსამზადებელ პერიოდში რეჟისორის ასისტენტი მონაწილეობს როლების შემსრულებელ მსახიობთა კანდიდატურების, აგრეთვე ჯგუფური გადაღებებისათვის საჭირო სტატისტების შერჩევაში; ამზადებს კოსტიუმებსა და რეკვიზიტს, უშუალოდ გადაღებისას კი უზრუნველყოფს შემსრულებელთა დროულ გამოძახებას, ყოველმხრივ ამოწმებს მათ მზადყოფნას გადაღებისათვის.




წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები