რესივერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რესივერი – (ინგლ. resiver მიღება, ჩატევა), ჭურჭელი აირის ან ორთქლის შესაგროვებლად, რომელშიც ხდება წნევის ცვალებადობის გათანაბრება, რაც გამოწვეულია პულსირებული მიწოდებითა და წყვეტილი ხარჯით. საკომპრესორო დანადგარის რესივერში ხდება აირის გაცივება და ტენისა და ზეთის წვეთების მოცილება.