რესურსცენტრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რესურსცენტრი - რესურსცენტრი წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოს. რესურსცენტრის ძირითადი მისიაა, დაეხმაროს სკოლებს საკუთარი ფუნქციის უკეთ განხორციელებაში ინფორმაციის, რესურსების მიწოდებით, სხვადასხვა დაინტერესებულ ორგანიზაციასთან ურთიერთობების აწყობით, სახელმძღვანელოების ან ტრენინგების მიმწოდებლებთან დაკავშირებით და სხვ. რესურსცენტრი ეხმარება სკოლებს სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაში საჭირო კონსულტაციების გაწევის გზით.

რესურსცენტრი ახორციელებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სამართლის იურიდიული პირების (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებების, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების) ზედამხედველობას. კერძოდ, საჭიროების შემთხვევაში იგი კონტროლს უწევს სამინისტროს მიერ დამტკიცებულ ეროვნული სასწავლო გეგმების, სტანდარტებისა და სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების შესრულებას, სამინისტროს წარუდგენს რეკომენდაციებს და წინადადებებს საჯარო სკოლების რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის და ახალი საგანმნათლებლო დაწესებულებების დაფუძნების შესახებ და ა. შ. გარდა ამისა, რესურსცენტრი სამინისტროსთან შეთანხმებით უზრუნველყოფს სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებზე ზრუნვას. ხელს უწყობს ამ კატეგორიის ბავშვებისათვის ინკლუზიური სწავლების მეთოდების დანერგვას. ასევე, ასრულებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფუნქციებს კანონმდებლობით დადგენილი წესით: უზრუნველყოფს შვილად აყვანის, ობოლ და მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა შვილობილად (ბავშვის დროებით მიმღებ ოჯახში განთავსება) აყვანის პროცესის კოორდინაციას, შესაბამისი ბანკის წარმოებას და სამინისტროსთან პერიოდულ ანგარიშგებას.


წყარო

განმარტებითი ლექსიკონი განათლების სპეციალისტებისათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები