რეტროფარენგეალური აბსცესი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რეტროფარენგეალური აბსცესი — რეტროფარინგეალური აბსცესი არის ხახის უკანა ზედაპირზე ლიმფურ კვანძებში ჩირქის დაგროვება. ამ პათოლოგიას, ძირითადად, ახალშობილებში ვხვდებით, რაც მათი დისფაგიის მიზეზი ხდება. თუმცა, ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა დისპნოეც გამოიწვიოს. დიაგნოზი ძირითადად, ოროსკოპიით ისმება და მისი მკურნალობა დრენირებით ხდება. რასაკვირველია, უმჯობესია ზოგადი ანესთეზიის ქვეშ, თუ არის ამის საშუალება.