რეფლექსია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რეფლექსია – (გვიანლათ. reflexio უკან წარმართვა) ადამიანური აზროვნების პრინციპი, რომელიც გულისხმობს საკუთარი აზროვნების ფორმების და წინამძღვრების გააზრებასა და შემეცნებას; თავად ცოდნის საგნობრივი განხილვა, მისი შინაარსის და შემეცნების მეთოდების კრიტიკული ანალიზი; თვითშემეცნების პროცესი, რომელიც თვალსაჩინოს ხდის ადამიანის სულიერი სამყაროს შინაგან წყობას და სპეციფიკას. თეატრალურ ხელოვნებაში გამოყენებულ იქნა კ. სტანისლავსკის მიერ საკუთარი შემოქმედების გასაანალიზებლად.