რეფორმისტული ბოდვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რეფორმისტული ბოდვა - ბარუკს (Baruk, 1959) აღწერილი აქვს „რეფორმატორული ბოდვა”, რომელიც რელიგიურ, ფილოსოფიურ ან პოლიტიკურ თემატიკაზეა კონცენტრირებული. ასეთი ბოდვის მქონე ადამიანები მუდმივად აკრიტიკებენ საზოგადოებას და ზოგჯერ დაგეგმილ ქმედებებსაც ახორციელებენ. მათი ქცევა შეიძლება ძალადობრივიც იყოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბოდვას პოლიტიკური ხასიათი აქვს. ამ ჯგუფს განეკუთვნება, ასევე, ზოგიერთი ადამიანი, რომელიც პოლიტიკურ მკვლელობას სჩადის. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს დიაგნოზი დაისვას ფსიქიატრიულ და არა პოლიტიკურ კონტექსტში, როგორც ეს საბჭოთა კავშირში ხდებოდა.