რეციდივის პროფილაქტიკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

რეციდივის პროფილაქტიკა - (relapse prevention) – თერაპიული პროცედურების კომპლექსი, რომელიც გამოიყენება ალკოჰოლთან ან ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან დაკავშირებული პრობლემების დროს და ინდივიდისადმი დახმარებისას რეციდივის, ან ნივთიერების ერთჯერადი უკონტროლო მიღების თავიდან აცილებაში, ან მასთან ბრძოლაში მდგომარეობს.

პროცედურები შეიძლება გამოყენებულ იქნას სხვა თერაპიულ მიდგომებთან ერთად. პაციენტებს ასწავლიან კონტროლის სტრატეგიას, რაც იმაში მდგომარეობს, რომ თავიდან ავიცილოთ ის სიტუაციები, როდესაც შეიძლება ადგილი ჰქონდეს რეციდივს და აჩვენებენ (სიტუაციის გააზრების ან სხვა მეთოდის მეშვეობით), თუ როგორ უნდა იქნას დაყვანილი მინიმუმამდე ნივთიერების გამოყენებით გამოწვეული ზიანი.


წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები