რეხვიაშვილი ტარიელ
ტარიელ რეხვიაშვილი – (1937 – 2016), ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1992), პროფესორი (1993), დაიბადა სოფელ ჭიორაში (ონის რაიონი). 1968 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტი. ამავე წლიდან მუშაობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფილოსოფიის კათედრაზე.
ტ. რეხვიაშვილის სამეცნიერო კელევის ძირითადი ობიექტია სუბიექტის არაცნობიერი და ცნობიერი, მიზანშეწონილი და მიზანდასახული აქტივობის პრობლემა. დიმიტრი უხნაძის განწყობის თეორიის საფუძველზე იგი აწარმოებს რაციონალისტური და ირაციონალისტური შეხედულებების ფილოსოფიურ ანალიზს, სუბიექტის გააზრებულ აქტივობას განიხილავს ინტუიციასა და განწყობასთან მიმართებაში. სუბიექტის აქტივობის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სიცოცხლის საზრისის გარკვევა, ღირებულებათა წვდომა და თავისუფალი მოქმედება, სადაც, აზროვნებასთან ერთად, მნიშვნელოვან როლს ასრულებს განწყობა და ინტუიცია.
ტ. რეხვიაშვილის კალამს ეკუთვნის მრავალი სამეცნიერო სტატია, აგრეთვე წიგნი. იგი თანაავტორია ფილოსოფიის სახელმძღვანელოსი, რომელიც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფილოსოფიის კათედრამ ორგზის გამოსცა.
თხზულებები
- „განწყობის, ინტუიციისა და აზროვნების როლი სუბიე „ქტის აქტივობაში“ (თბილისი, 1991);
- „ფილოსოფიის შესავალი“ (თბილისი, 1999).