რთველიაშვილი ნიკოლოზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკოლოზ რთველიაშვილი

ნიკოლოზ რთველიაშვილი − (Nikoloz Rtveliashvili), ქართველი დიპლომატი, 2011-2016 წლებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დანიის სამეფოში – აკრედიტებული ნორვეგიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში (2012 წლის ბოლოდან ნორვეგიაში დაარსდა საელჩო, რომელიც გამოეყო ცალკე ერთეულად).

დაიბადა 23 მარტი, 1956 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
1978 − დაამთავრა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი, საზღვარგარეთის ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით;
1979-1983 − სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურაში, ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით;
1985 − დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია აღნიშნული უნივერსიტეტის ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრაზე.

სამუშაო გამოცდილება:
1983-1992 − მუშაობდა უფროს მეცნიერ თანამშრომლად და ლექტორად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრაზე;
08/1992-დან − საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობს სხვადასხვა თანამდებობებზე.
1993 − გააგზავნეს სამუშაო მივლინებით ვენაში (ავსტრია), სადაც დაარსდა საქართველოს პირველი მისია ვენის საერთაშორისო ორგანიზაციებში (ეუთო, გაერო);
1997-2008 − მუშაობდა ავსტრიის საქართველოს საელჩოში უფროს მრჩევლად და ბრიუსელში ნატოს საქართველოს მისიაში ელჩის მოადგილედ;
2008-2011 − უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში;
2017-2018 − იგი საგანგებო დავალებათა ელჩია საგარეო საქმეთა სამინისტროში ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საფრთხეების შემცირების მიმართულებით (ქბრბ), ხოლო 2018 წლის მაისიდან არის საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის ელჩი-მკვლევარი, ამასთანავე საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური წარმომადგენელი ქბრბ საფრთხეების შემცირების საკითხებში;
1996-1997 − წლებში იგი იყო ფულბრაიტის მკვლევარი-სტიპენდიანტი ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში;
2003-2004 − გაიარა კურსები ჟენევის საერთაშორისო უსაფრთხოების ცენტრში.

ფლობს: ინგლისურსა და რუსულ ენებს თავისუფლად, ხოლო გერმანულს საშუალოდ.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები