რთული ფუნქცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რთული ფუნქცია – ფუნქცია ფუნქციიდან. თუ z არის y -ის ფუნქცია, ე. ი. z= f (y), ხოლო, თავის მხრივ, y არის x-ის ფუნქცია, ე. ი. y=φ(x), მაშინ z იქნება x ცვლადის რთული ფუნქცია, ე.ი. z=f[φ(x)]. x ცვლადს ეწოდება რთული ფუნქციის არგუმენტი, ხოლო y-ს – შუალედური პარამეტრი. მაგალითად, თუ z=y2, ხოლო y=sinx, მაშინ z=sin2x. რთული ფუნქციის წარმოებული უდრის მოცემული ფუნქციის წარმოებული შუალედური არგუმენტით გამრავლებული შუალედური არგუმენტის წარმოებულზე დამოუკიდებელი არგუმენტით. მაგალითად,
ეს წესი ვრცელდება ორი, სამი და ა. შ. შუალედური ცვლადებისთვისაც.