რიადნოვი ევგენი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ევგენი რიადნოვი

ევგენი რიადნოვი (შულცი) – (1853, სოფ. რიადნოვკა, ხარკოვის გუბ – 19.IX. 1925, თბილისი), რუსი მომღერალი (ტენორი) და პედაგოგი. სწავლობდა პეტერბურგის კონერვატორიაში (კ. ევერარდისთან), შემდეგ მილანში (ა. ბუცის ხელმძღვანელობით). გამოდიოდა რომის, მარსელის, ვენის საოპერო სცენაზე, 1880-იდან თბილისში, 1881-85 კი პეტერბურგის მარიას თეატრში. 1910-იდან ევგენი რიადნოვი ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისში, მან ხელი შეუწყო ქართული ვოკალური სკოლის ჩამოყალიბებას. მისი მოწაფეები იყვნენ: ს. ინაშვილი, ნ. ქუმსიაშვილი და სხვ.





წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები