რიზოპოდები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
რიზოპოდები – (Rhizopoda; ბერძნ. rhiza ფესვი + pus, podos ფეხი), უმარტივესები, რომლებიც მიეკუთვნებიან Sarcodina-ს კლასს. რომლების დამახასიათებელი ნიშანია დროებითი გამონაზარდების – ფსეუდოპოდიების წარმოქმნა, რომლებიც სამოძრაო ფუნქციას ასრულებენ. ისინი ფართოდ არიან გავრცელებული, უსქესო გზით მრავლდებიან, საკვებს მთელი სხეულით შეიწოვენ. არიან პარაზიტული სახეობებიც.